
ქართულშიც გვაქვს „შენ“ და „თქვენ“, თუმცა წესები გერმანულისგან განსხვავდება მოდი ვნახოთ კონკრეტულად.
Sie: ვიყენებთ
თქვენობით მივმართავთ ჩვენზე უფროსებს, უცნობებს და ოფიციალურ გარემოში მომუშავე ადამიანებს.
Du: მეგობრები, ოჯახი, ბავშვები, სპორტი, ინტერნეტი
„Du“-ს ვიყენებთ არაოფიციალურ გარემოში, მეგობრებთან, სავარჯიშო დარბაზში, თანატოლებთან და ბავშვებთან საუბრისას. თუმცა დღესდღეობით ბევრ კომპანიაშიც „du“-ს ვიყენებთ. უწყებებში და ექიმთან კი „Sie“ აუცილებელია.
ვინ გვთავაზობს „Du“-ს
ასევე შეგიძლია იკითხო, შეიძლება თუ არა შენობით მიმართვა: „Können wir uns duzen?“. შენი პასუხი: „Gern, ich bin Tati.“
შეცდომები, რომლებსაც ხშირად ვუშვებთ
პრობლემა „du“ ან „Sie“ კი არა, მის შემდეგ ზმნის ფორმაა. „Sie“ ყოველთვის იღებს „sie“-ს (მრავლობითის) ფორმას: „Können Sie…“, „Haben Sie…“. „Du“ იღებს -st-ს: „Kannst du…“, „Hast du…“.
ასე ვსწავლობთKannst Sie mir helfen?
ასე ამბობენKönnen Sie mir helfen?
Sie-სთან ზმნა ისეა, როგორც „sie“ (ისინი): können, haben, sind.
თეგები: Kultur, Höflichkeit, Modul 1
Tatis 

